12:53 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებაში ბრალდებული 60 წლამდე მამაკაცია. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. პოლიციამ სამეგრელოში შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ტელეარხის ცნობით, დაზარალებული შშმ პირი 18 წლის გოგონაა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, ჩადენილს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 13 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მთავარი თემები