05:59 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
86 0 0

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა, რასაც სასამართლო პროცესზე დაამტკიცებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რესტორნის მფლობელს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ბათუმში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა 14 წლის გოგონა ჯერ რესტორანში დაასაქმა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად ძალადობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ტელეარხის ცნობით, ბრალდებული პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონამ ძალადობის ფაქტების შესახებ დედამისს აცნობა.

როგორც დაზარალებულის დედის ჩვენებიდან ირკვევა, რესტორნის მფლობელს სამუშაო საათების შემდეგ გოგონა სახლში საკუთარი ავტომობილით მიჰყავდა და სწორედ ამ პერიოდში ცდილობდა არასრულწლოვანზე სექსუალურად ეძალადა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იყო რესტორანში დასაქმებული არასრულწლოვანი, დაწესებულების თანამშრომლები არ საუბრობენ. თავის მხრივ, ბრალდებულის უფლებადამცველი აღნიშნულ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 9 წლამდე.

მთავარი თემები