https://sputnik-georgia.com/20210722/arasrulwlovanze-Zaladobis-faqti-baTumSi-dakavebulia-restornis-mflobeli-252393766.html
არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია რესტორნის მფლობელი
არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია რესტორნის მფლობელი
Sputnik საქართველო
ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა, რასაც სასამართლო პროცესზე დაამტკიცებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რესტორნის... 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T18:57+0400
2021-07-22T18:57+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ბათუმში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა 14 წლის გოგონა ჯერ რესტორანში დაასაქმა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად ძალადობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.ტელეარხის ცნობით, ბრალდებული პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონამ ძალადობის ფაქტების შესახებ დედამისს აცნობა.როგორც დაზარალებულის დედის ჩვენებიდან ირკვევა, რესტორნის მფლობელს სამუშაო საათების შემდეგ გოგონა სახლში საკუთარი ავტომობილით მიჰყავდა და სწორედ ამ პერიოდში ცდილობდა არასრულწლოვანზე სექსუალურად ეძალადა.ტელეკომპანიის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იყო რესტორანში დასაქმებული არასრულწლოვანი, დაწესებულების თანამშრომლები არ საუბრობენ. თავის მხრივ, ბრალდებულის უფლებადამცველი აღნიშნულ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა.შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 9 წლამდე.
https://sputnik-georgia.com/20210626/pedofiliaSi-braldebul-mama-Svils-patimrofa-Seefarda-252135952.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია რესტორნის მფლობელი
18:57 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა, რასაც სასამართლო პროცესზე დაამტკიცებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რესტორნის მფლობელს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ბათუმში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა 14 წლის გოგონა ჯერ რესტორანში დაასაქმა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად ძალადობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, ბრალდებული პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონამ ძალადობის ფაქტების შესახებ დედამისს აცნობა.
როგორც დაზარალებულის დედის ჩვენებიდან ირკვევა, რესტორნის მფლობელს სამუშაო საათების შემდეგ გოგონა სახლში საკუთარი ავტომობილით მიჰყავდა და სწორედ ამ პერიოდში ცდილობდა არასრულწლოვანზე სექსუალურად ეძალადა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იყო რესტორანში დასაქმებული არასრულწლოვანი, დაწესებულების თანამშრომლები არ საუბრობენ. თავის მხრივ, ბრალდებულის უფლებადამცველი აღნიშნულ ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 9 წლამდე.