01:59 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1350)
9601

ბრალდებული ყოფილი მეუღლის ოჯახში წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე შეიჭრა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შური იძია...“ - ვინ არის კაცი, რომელიც ერთი დღის შერთული ცოლის ძმამ მოკლა>>

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 21 ივლისს, ღამის საათებში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ყოფილი მეუღლის ოჯახში შეიჭრა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და მისი მამა მოკლა. ბრალდებულმა ასევე იარაღიდან გასროლით დაჭრა ყოფილი მეუღლის ძმა და დედა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები მალევე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ბრალდებულს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1350)

მთავარი თემები