საზარელი მკვლელობა მარნეულში – მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მამა მოკლა

© photo: Sputnikპოლიცია დანაშაულის ადგილზე
პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
გამოწერა
ბრალდებული ყოფილი მეუღლის ოჯახში წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე შეიჭრა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შური იძია...“ - ვინ არის კაცი, რომელიც ერთი დღის შერთული ცოლის ძმამ მოკლა>>
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 21 ივლისს, ღამის საათებში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ყოფილი მეუღლის ოჯახში შეიჭრა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და მისი მამა მოკლა. ბრალდებულმა ასევე იარაღიდან გასროლით დაჭრა ყოფილი მეუღლის ძმა და დედა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ბოლნისში ქმარმა ცოლი ცემით მოკლა
დაჭრილები მალევე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ბრალდებულს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0