11:13 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2228)
70 0 0

არადეკლარირებული ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით საკვები ობიექტის მოსამარაგებლად მიჰქონდათ. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სურსათის უვნებლობის სამსახურმა საქართველოს საზღვაო კურორტებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ორი ტონა ცხენის ხორცი ამოიღო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სამსახურმა ორი მიკროავტობუსი იმ დროს გააჩერა, როდესაც კერძო პირებს ცხენის ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით გადაჰქონდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი განადგურდა. არადეკლარირებული პროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორცი დაავადებული ცხოველის იყო. 

შესაბამისმა სამსახურმა ხორცი ამოიღო და გაანადგურა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო დროს გახშირდა ამგვარი დარღვევები. ამასთან არის ეჭვი, რომ ზოგჯერ გასაყიდად შეიძლება მკვდარი ცხოველის ხორციც გამოჰქონდეთ.

საქართველოს კანონმდებლობით, ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია აკრძალული არ არის, მაგრამ დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ცხოველი დაკლული უნდა იყოს სპეციალურ სასაკლაოზე, უნდა იყოს აცრილი და მის ეტიკეტზე რეალიზაციის დროს მითითებული უნდა იყოს ხორცის ნაირსახეობა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2228)

მთავარი თემები