https://sputnik-georgia.com/20210720/cxenis-xorcis-gasaRebis-mncdeloba-252367021.html
ცხენის ხორცის გასაღების მცდელობა – ამოღებულია ორი ტონა ხორცპროდუქტი
ცხენის ხორცის გასაღების მცდელობა – ამოღებულია ორი ტონა ხორცპროდუქტი
Sputnik საქართველო
არადეკლარირებული ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით საკვები ობიექტის მოსამარაგებლად მიჰქონდათ. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T12:03+0400
2021-07-20T12:03+0400
2021-10-19T18:01+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24294/14/242941463_0:0:3077:1740_1920x0_80_0_0_6245945647c7d84e6b1aff3604128568.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სურსათის უვნებლობის სამსახურმა საქართველოს საზღვაო კურორტებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ორი ტონა ცხენის ხორცი ამოიღო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.სამსახურმა ორი მიკროავტობუსი იმ დროს გააჩერა, როდესაც კერძო პირებს ცხენის ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით გადაჰქონდათ.გავრცელებული ინფორმაციით, კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი განადგურდა. არადეკლარირებული პროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორცი დაავადებული ცხოველის იყო. შესაბამისმა სამსახურმა ხორცი ამოიღო და გაანადგურა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო დროს გახშირდა ამგვარი დარღვევები. ამასთან არის ეჭვი, რომ ზოგჯერ გასაყიდად შეიძლება მკვდარი ცხოველის ხორციც გამოჰქონდეთ.საქართველოს კანონმდებლობით, ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია აკრძალული არ არის, მაგრამ დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ცხოველი დაკლული უნდა იყოს სპეციალურ სასაკლაოზე, უნდა იყოს აცრილი და მის ეტიკეტზე რეალიზაციის დროს მითითებული უნდა იყოს ხორცის ნაირსახეობა.
https://sputnik-georgia.com/20210317/aWaraSi-sakvebad-uvargisi-xorci-gamoavlines-251195598.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24294/14/242941463_0:0:3077:1936_1920x0_80_0_0_bcc19376736277112ecd73bb923f0fe6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
შემთხვევები, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ცხენის ხორცის გასაღების მცდელობა – ამოღებულია ორი ტონა ხორცპროდუქტი
12:03 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) არადეკლარირებული ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით საკვები ობიექტის მოსამარაგებლად მიჰქონდათ. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სურსათის უვნებლობის სამსახურმა საქართველოს საზღვაო კურორტებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ორი ტონა ცხენის ხორცი ამოიღო, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი 2“.
სამსახურმა ორი მიკროავტობუსი იმ დროს გააჩერა, როდესაც კერძო პირებს ცხენის ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით გადაჰქონდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი განადგურდა. არადეკლარირებული პროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორცი დაავადებული ცხოველის იყო.
შესაბამისმა სამსახურმა ხორცი ამოიღო და გაანადგურა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო დროს გახშირდა ამგვარი დარღვევები. ამასთან არის ეჭვი, რომ ზოგჯერ გასაყიდად შეიძლება მკვდარი ცხოველის ხორციც გამოჰქონდეთ.
საქართველოს კანონმდებლობით, ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია აკრძალული არ არის, მაგრამ დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ცხოველი დაკლული უნდა იყოს სპეციალურ სასაკლაოზე, უნდა იყოს აცრილი და მის ეტიკეტზე რეალიზაციის დროს მითითებული უნდა იყოს ხორცის ნაირსახეობა.