12:34 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
117 0 0

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ შსს-მ უმოკლეს ვადაში დადო პირველადი დასკვნა, სადაც მის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების კვალზე საუბრობს.

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში 34 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ფონიჭალაში შაბათს ჩატარდა. შსს-ს ცნობით, კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მის ფარგლებში ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

1987 წელს დაბადებული ფ.ა. ერთ-ერთია იმ 28 პირს შორის.

უწყების მტკიცებით, ბრალდებული სწორედ ის ნარკორეალიზატორია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება „ტვ პირველის” გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას მიჰყიდა.

„ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა „ტვ-პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი“, -აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, ქიმიური ანალიზის წინასწარი მონაცემებიდან გამომდინარე, შსს არ გამორიცხავს, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული პრეპარატით ზედოზირებაა.

შსს-ს ინფორმაციით, ლაშქარავას სისხლში აღმოჩენილია „მორფინი", „კოდეინი", „ტეტრაჰიდროკანაბინოლი", „პენტინი" და „მონოაცეტილმორფინი". ესაა შუალედური დასკვნის მონაცემები.

მისი გარდაცვალების შემდეგ ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ლაშქარავა ცემის შედეგად მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.

 

 

მთავარი თემები