07:54 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
129 0 0

სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომელი მონაწილეობდა, აცხადებენ უწყებაში.

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. მაშველებმა აჭარაში, ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი დაკარგული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია „112“-ში გუშინ შევიდა. ქობულეთში, ხინოსა და გომის მთებს შორის მოქცეულ ხინოს ხეობაში იმყოფებოდა ორი მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას.

უწყებაში აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო ძალების ჯგუფები მოქალაქეების დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ. სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუზიანდა, რის გამოც დაკარგულ მოქალაქეებს მაშველების მისვლამდე მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება მოუწიათ.

„რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამაშველო ოპერაციაში ასევე აქტიურად იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. ამასთან, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

 

მთავარი თემები