https://sputnik-georgia.com/20210717/maSvelebma-aWaris-mTebSi-axalgazrdebi-gadaarCines-252347426.html
მაშველებმა აჭარის მთებში ახალგაზრდები გადაარჩინეს
მაშველებმა აჭარის მთებში ახალგაზრდები გადაარჩინეს
Sputnik საქართველო
სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომელი მონაწილეობდა, აცხადებენ უწყებაში. 17.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-17T14:00+0400
2021-07-17T14:00+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24121/51/241215128_0:91:1000:656_1920x0_80_0_0_0f84adac62cf63cd861a2fd1bdd12364.jpg
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. მაშველებმა აჭარაში, ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, ორი დაკარგული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია „112“-ში გუშინ შევიდა. ქობულეთში, ხინოსა და გომის მთებს შორის მოქცეულ ხინოს ხეობაში იმყოფებოდა ორი მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას.უწყებაში აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო ძალების ჯგუფები მოქალაქეების დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ. სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუზიანდა, რის გამოც დაკარგულ მოქალაქეებს მაშველების მისვლამდე მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება მოუწიათ.„რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.სამაშველო ოპერაციაში ასევე აქტიურად იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. ამასთან, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24121/51/241215128_0:59:1000:688_1920x0_80_0_0_265d1cb2b52e912cd02a523734dc78c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
მაშველებმა აჭარის მთებში ახალგაზრდები გადაარჩინეს
14:00 17.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 70 თანამშრომელი მონაწილეობდა, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. მაშველებმა აჭარაში, ხინოს ხეობაში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორი დაკარგული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია „112“-ში გუშინ შევიდა. ქობულეთში, ხინოსა და გომის მთებს შორის მოქცეულ ხინოს ხეობაში იმყოფებოდა ორი მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას.
უწყებაში აცხადებენ, რომ სახანძრო-სამაშველო ძალების ჯგუფები მოქალაქეების დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ. სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუზიანდა, რის გამოც დაკარგულ მოქალაქეებს მაშველების მისვლამდე მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება მოუწიათ.
„რთული რელიეფის და უამინდობის მიუხედავად მეხანძრე-მაშველები 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულებიდან, აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახორციელებდნენ სამაშველო ოპერაციას. მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ჯგუფები ხეობებში ქვეითად გადაადგილდებოდნენ და დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ლოკაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამაშველო ოპერაციაში ასევე აქტიურად იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 15 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. ამასთან, პროცესში ჩართულები იყვნენ იმერეთის, აჭარის და გურიის მთავარი სამმართველოების მეხანძრე-მაშველები, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.