16:05 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2242)
57 0 0

ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 21 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:04 საათზე 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2242)

მთავარი თემები