02:03 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6624
  • 100 RUB4.2282
  • USD3.0927
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ოთხ პირს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.

ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობის მსხვერპლი გახდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.

ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედისა“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული რომეო კეკუტია, 1984 წელს დაბადებული გიორგი კახიანი, 1985 წელს დაბადებული თედო ბურდული და გიორგი ნასყიდაშვილი 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. 

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა მიმართეს მოსამართლეს, არ გამოეყენებინა მათ მიმართ პატიმრობა. ზოგიერთი აპელირებდა ოჯახზე, შვილებზე, ზოგი გამოძიების შეცდომაზე და რუსთაველის გამზირზე შემთხვევით ყოფნაზე საუბრობდა.

მათ ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს არის ჩანიშნული.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.

 

მთავარი თემები