14:24 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1344)
65 0 0

პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. თუ ექსპერტიზა შერაცხადად მიიჩნევს, მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. თბილისში პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გამოძიების პერიოდში პატიმრობაში იქნება – თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ზომა ოთხშაბათს შეუფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

თავდასხმა პოლონეთის მოქალაქეზე 5 ივლისს მოხდა, როდესაც თბილისში ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ კონტრაქცია იმართებოდა. ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმის მიზეზი, შესაძლოა, ტურისტის საყურე გახდა, რამაც გააღიზიანა თავდამსხმელი.

პროკურორი გია შაიშმელაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მან აღნიშნა, რომ ბრალდებული საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან წარსულში უკვე იყო ნასამართლევი ყაჩაღობისთვის.

ამასთან, პოროკურორის განცხადებით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და გამვლელები რომ არა, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა – მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

რაც შეეხება დაცვას, როგორც ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობა ესაჭიროება. ამასთან დაკავშირებით ადვოკატი მოითხოვდა, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდებინათ.

მოსამართლის კითხვაზე, ახსოვს თუ არა მას, რა მოხდა ორშაბათს, 5 ივლისს, ბრალდებულმა უპასუხა, რომ ის დუმილის უფლებას გამოიყენებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული უმიზეზოდ დაესხა თავს პოლონეთის მოქალაქეს. მისი განზრახვა უცხო ქვეყნის მოქალაქის მოკვლა იყო. მან ტურისტს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. დაზარალებულს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევის ადგილზე დაკავებულ გ.ხ.-ს ბრალდება წარედგინა მკვლელობის მცდელობის მუხლით ხულიგნური ქვენა გრძნობით, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულს შერაცხადობის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1344)

მთავარი თემები