04:10 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
75 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, აივანი ძველი იყო და შემთხვევა მისი დემონტაჟის დროს მოხდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა. დაშავებულები ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

მთავარი თემები