თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა. დაშავებულები ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.