06:02 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
127 0 0

მამაკაცს ბრალი უკვე წარედგინა. მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ოჯახში ჩხუბი ტრაგედიით დასრულდა – 50 წლის მამაკაცმა ცოლი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა 12 ივნისს ჩხუბის დროს ცოლს ისეთი ძალით დაარტყა, რომ მან გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მამაკაცი მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება კვალიფიკაციის დაზუსტება.

 

მთავარი თემები