04:36 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
140 0 0

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ რვა ადამიანი დაშავდა, საიდანაც ხუთი კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

ავარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ ცოტა ხნის წინ მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი კი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც კლინიკის დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ „ნიუ ჰოსპიტალში“ სულ ხუთი დაშავებული შეიყვანეს.

„დაახლოებით ორი საათის წინ კლინიკაში ერთდროულად პოლიტრავმებით შემოიყვანეს ხუთი ადამიანი. აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით. ის ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაიცვალა“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

კლინიკის ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. დაშავებულ პაციენტებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი თემები