თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
საზარელი ავტოავარიის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ავარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. ერთ-ერთი ავტომობილი გადავარდნას გადაურჩა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.