05:26 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
270 0 0

შეჯახების შემდეგ სატვირთო სიმაღლიდან გადავარდა კლინიკის ეზოში, ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი ამაღლებული ადგილიდან გადავარდნას გადაურჩა.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

საზარელი ავტოავარიის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ავარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა და კლინიკის ეზოში გადავარდა. ერთ-ერთი ავტომობილი გადავარდნას გადაურჩა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი თემები