06:56 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
73 0 0

გამოძიების მასალებით, ბრალდებულმა მამაკაცს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წარსულში ნასამართლევ მამაკაცს მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 2020 წლის 2 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში მოხდა.

ბრალდების მხარემ დაამტკიცა სასამართლოზე, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბ.ა.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ.გ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილის გადარჩენა მხოლოდ დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან 9 დღის შემდეგ დააკავეს და ის თავის განაჩენს ციხეში ელოდებოდა.

მთავარი თემები