თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წარსულში ნასამართლევ მამაკაცს მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 2020 წლის 2 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში მოხდა.
ბრალდების მხარემ დაამტკიცა სასამართლოზე, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბ.ა.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ.გ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილის გადარჩენა მხოლოდ დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან 9 დღის შემდეგ დააკავეს და ის თავის განაჩენს ციხეში ელოდებოდა.