მილიონიანი აფერა: ბიზნესმენი ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებაში ამხილეს

© photo: Sputnik / Stringerეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ბრალდებული ყალბი დოკუმენტაციის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებას ცდილობდა. დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
თაღლითობა დიდ მასშტაბებში: დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

როგორც გამოძიებით დადგინდა, 2018-2019 წლებში სამშენებლო ფირმის დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, დაამზადა და სხვადასხვა შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა 2,5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ყალბი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც საწარმოს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები.

უწყების ინფორმაციით, შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით გათვალისწინებული ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0