აბასთუმანში შვიდ ახალგაზრდას ეძებენ

© photo: Sputnik / Teona gogniashviliაბასთუმანი, მდინარე ოცხე
აბასთუმანი, მდინარე ოცხე - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშქრობაში წასული ახალგაზრდების კვალი გუშინ დილით დაიკარგა, მათ ოჯახის წევრები ვერ დაუკავშირდნენ.

თბილისი, 6 ივნისი  – Sputnik. აბასთუმანში მეორე დღეა მეხანძრე-მაშველები ლაშქრობაში წასულ შვიდ ახალგაზრდას ეძებენ, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
ბოლნისში დაკარგული გოგონა ნაპოვნია: გამტაცებელს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ძებნის პროცესში 40 მეხანძრე მაშველია ჩართული. ახალგაზრდების ძებნა ასევე მიმდინარეობს  დრონის გამოყენებითაც. 

მედიის ცნობით, მეხანძრე-მაშველებს უკვე რეინჯერებიც ეხმარებიან. სამძებრო ღონისძიებებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს 30 რეინჯერია ჩართული.

ლაშქრობაში წასული ახალგაზრდების კვალი გუშინ დილით დაიკარგა, მათ ოჯახის წევრები ვერ დაუკავშირდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0