თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. აბასთუმანში მეორე დღეა მეხანძრე-მაშველები ლაშქრობაში წასულ შვიდ ახალგაზრდას ეძებენ, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ძებნის პროცესში 40 მეხანძრე მაშველია ჩართული. ახალგაზრდების ძებნა ასევე მიმდინარეობს დრონის გამოყენებითაც.
მედიის ცნობით, მეხანძრე-მაშველებს უკვე რეინჯერებიც ეხმარებიან. სამძებრო ღონისძიებებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს 30 რეინჯერია ჩართული.
ლაშქრობაში წასული ახალგაზრდების კვალი გუშინ დილით დაიკარგა, მათ ოჯახის წევრები ვერ დაუკავშირდნენ.