18:50 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

მოზარდი ნაპირიდან 20-25 მეტრში იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. მან დახმარება სხვა დამსვენებლებს სთხოვა.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. მაშველები თბილისის ზღვაში შესული მოზარდი ნაპირზე გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას.

ცენტრმა შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასრულწლოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

                                                   

 

მთავარი თემები