21:19 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
134 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სსკ-ის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი სამი დღე ეძებდა, ცოტა ხნის წინ  იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.

გოგონა ამ წუთებში მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. სად იმყოფებოდა გოგონა სამი დღის განმავლობაში, ჯერჯერობით უცნობია.

მოზარდი სამი დღის წინ დაიკარგა, თუმცა ოჯახმა პოლიციას ამის შესახებ დღეს შეატყობინა.

ოჯახის წევრების განცხადებით, გოგონა დედასთან და ძმასთან ერთად წმინდაწყლის დასახლებაში ბანკში იყო წასული. დედა და ძმა შევიდნენ ბანკში და რომ გამოვიდნენ, აღარ დახვდათ გარეთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი თემები