15:15 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (325)
133 0 0

ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ კახეთს. ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.

თბილისი, 1 ივნისი  – Sputnik. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.

კერძოდ, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სოფლები წინანდალი, ვანთა, ბუშეტი და ქვემო ხოდაშენი დააზარალა.

სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, შესაძლოა წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ასეთი ძლიერი ქარი არ გვახსოვს. ზედ სეტყვაც დაერთო და წარმოიდგინეთ, რას უზამდა ვენახს, როცა კაკალსაც კი გასცვივდა ნაყოფი. ახლა მზე რომ დახედავს, ვენახს უარესს უზამს. სეტყვა კი, რომლიც ღამით 12:00 საათზე მოვიდა, ეზოს ჩრდილიან ადგილებში ისევ დევს“, - განცხადა წინანდლის ერთ–ერთმა მცხოვრებმა.

ამასთან, გადაუღებელი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა სოფელ წინანდლის ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში დილიდან მუშაობენ თელავის მერიის თანამშრომლები. მუდმივმოქმედი კომისია ზარალს ითვლის.

კახეთი მაისის თვეში სტიქიამ უკვე ოთხჯერ დააზარალა.

თემები:
უამინდობა საქართველოში (325)

მთავარი თემები