ძლიერი სეტყვა, წვიმა და ქარი: სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

© press-service of the municipality of Poti cityქარი და ძლიერი წვიმა
ქარი და ძლიერი წვიმა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2021
გამოწერა
ჯერჯერობით არ არის დათვლილი, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ კახეთს. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია შეისწავლის.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. სტიქიამ კახეთის რეგიონში ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დააზარალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

მეწყერი  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2021
უხვი ნალექის შედეგად ატენის ხეობაში კლდის ნაწილი ჩამოიშალა

ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები, ერთწლოვანი კულტურები და ხეხილი. დაზიანებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. 

სტიქიის ზონაში სპეცტექნიკაა მობილიზებული. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია შეისწავლის.

კახეთი ბოლო 10 დღის განმავლობაში სტიქიამ უკვე სამჯერ დააზარალა.

ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა გუშინ პრობლემები შექმნა თეთრიწყაროს რაიონში და ატენის ხეობაშიც. ძლიერმა სეტყვამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. ატენის ხეობაში კი მეწყრული პროცესის შედეგად გორი–ბოშური–ატენის მონაკვეთის ცენტრალურ მაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.

ყველა ახალი ამბავი
0