00:51 31 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1346)
94 0 0

ნიგერიის მოქალაქეები თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოში დროებით მცხოვრები ნიგერიის სამი მოქალაქე თაღლითური გზით აშშ-ის მოქალაქისთვის მატერიალური ზიანის მიყენებაში დამნაშავედ ცნეს.

როგორც საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნიგერიის მოქალაქეები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეში დამნაშავედ ცნო. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. მათ სოციალურ ქსელში გამოგონილი პიროვნება – ფრენკ ლუკას ბალაკი დაარეგისტრირეს, რომელიც თითქოსდა წარმოშობით გერმანელი იყო და საქართველოში ცხოვრობდა. დამნაშავეთა ჯგუფმა აშშ-ის მოქალაქესთან კომუნიკაცია სწორედ ბალაკის სახელით დაამყარა.

ნდობის მოპოვების შემდეგ ბრალდებულები გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი ავარიაში მოხვდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად.

აშშ-ის მოქალაქემ თაღლითების ანგარიშზე ეტაპობრივად გადმორიცხა 233.250 დოლარი. აღნიშნული თანხის ლეგალიზების მიზნით ბოროტმოქმედებმა თანხა ნიგერიასა და თურქეთში სწრაფი ფულადი გზავნილების სახით ნაწილ–ნაწილ გადარიცხეს. აღნიშნული გზით მათ 124.008 დოლარი „გაათეთრეს“.

ერთ-ერთმა დაკავებულმა მასთან დაკავშირებული პირის მეშვეობით 10.200 დოლარი განკარგა მის სარგებლობაში არსებული თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების დასაფარად. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბინა ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებიდან ერთს 10 წლით, ორს კი თითოეულს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1346)

მთავარი თემები