06:54 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
25010

ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაღუპული და ბრალდებული ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ და მათ ურთიერთობებში არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქე ბესიკ თორდუა და ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიტპაევა, ხანმოკლე ნაცნობობის მიუხედავად, დაქორწინებას გეგმავდნენ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბრალდებულ თორდუას ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში მყოფი 26 წლის ასელ აიტპაევა, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს რუსთავში მოხდა. პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ზუგდიდელი 57 წლის ბესიკ თორდუა 26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა. მას 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ეს აბსურდული ბრალდებაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაღუპულთან კარგ ურთიერთობაში იყო და მასზე დაქორწინებასაც კი აპირებდა, - ამტკიცებს თორდუას ადვოკატი. - არსებობს მტკიცებულებები, რომ ერთად ყოფნა უნდოდათ და მათ ურთიერთობებში არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ბრალდებას ბესოს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. ერთადერთი, რაზეც ისინი ამყარებენ თავიანთ ვერსიებს, ესაა საუბრის აუდიოჩანაწერი. მაგრამ ორიგინალს თუ მოისმენთ, მიხვდებით, რომ ბესო მშვიდად საუბრობს. და მისი საუბრის მანერა არანაირად არაა ძალადობრივი“.

ადვოკატის თქმით, რამდენიმე მოწმე ჩვენებაში ადასტურებს, რომ თორდუასა და აიტპაევას შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. ახალგაზრდა ქალი ბესოს სახლში თავისი სურვილით 30 აპრილს გადავიდა, აცხადებს შუკაკიძე.

„თორდუას სახლში გადასვლა თავად გოგონას ინიციატივითა და თხოვნით მოხდა, - აცხადებს ადვოკატი. - მურადი, მისი დის ქმარი, მასზე ორი დღის განმავლობაში ძალადობდა. გოგონა ბესოს ამაში მხოლოდ 30 რიცხვში გამოუტყდა, როდესაც ის მას საყიდლებზე ახლდა. საღამოს რუსთავში დაბრუნებისას ბესომ უთხრა მას, რომ მათთან ერთად რუსთავში დარჩებოდა, რადგან თბილისში დაბრუნებას „კომენდანტის საათის“ გამო ვერ მოასწრებდა. მაშინ ასელი მას გამოუტყდა, რომ არ სურდა დაბრუნება, რადგან მურადი მას აუპატიურებდა“.

ადვოკატის თქმით, ამ აღიარების შემდეგ თორდუამ ასელ აიტპაევას შესთავაზა მასთან თბილისში დარჩენა, ან რუსთავის ბინაში გადასვლა, რომელიც ასევე მას ეკუთნოდა. როგორც ვარიანტი, ბესომ ასევე შესთავაზა ქირით ბინის მოძებნა, აცხადებს შუკაკიძე. როგორც ადვოკატი ირწმუნება, გოგონამ საცხოვრებლად თორდუასთან დარჩენა ისურვა.

როდესაც შეიტყო გოგონას მიმართ ძალადობის შესახებ, თორდუამ მოძალადის პოლიციისთვის ჩაბარება გადაწყვიტა, მაგრამ გოგონას პოლიციის განყოფილებაში მისვლა არ სურდა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ თორდუამ სცემა მურადი და ქვეყნის დატოვება აიძულა. „თავად უყიდა ბილეთი ყაზახეთში და აეროპორტში წაიყვანა“, – აცხადებს ადვოკატი.

შუკაკიძე აღნიშნავს, რომ ასელს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და სუიციდისკენ მიდრეკილებაც კი. ამას მოწმობს თვითდაზიანების კვალი მაჯებზე, განმარტავს ადვოკატი. თორდუას დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და გირაოთი მისი გათავისუფლების მოთხოვნას აპირებს.

მასმედიის ვერსიები

ქართულმა ტელეარხებმა გამოაქვეყნეს, სავარაუდოდ, ყაზახეთის მოქალაქისა და თორდუას საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ბრალდებული შეურაცხყოფას აყენებს ქალს და თვითმკვლელობას აიძულებს. ჩანაწერში ასევე ისმის, როგორც სცემს მამაკაცი ქალს. იმავე ჩანაწერში ქალი, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, ასელ აიტპაევაა, ამბობს, რომ ის ვინმე მურადმა გააუპატიურა.

ტელეარხმა „ფორმულამ“ გაარკვია, რომ აიტპაევას გარემოცვაში თბილისში ერთადერთი მურადი ყაზახეთის მოქალაქე მეირბეგოვია – ფირმის მფლობელი, რომელშიც გარდაცვლილი მუშაობდა. ამ დროისათვის მან უკვე დატოვა საქართველო.

ასევე ტელეარხის ინფორმაციით, გოგონა მეირბეგოვს ნათესავებმა მიჰყიდეს, რომლებიც რუსთავში ცხოვრობენ და აიტპაევა მათთან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა. ტელეარხი „რუსთავი2“ კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სწორედ ნათესავების ძალადობის შემდეგ გადავიდა გოგონა 57 წლის თორდუასთან საცხოვრებლად. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მთავარი თემები