თბილისში ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ უკანონო ვაჭრობის საქმეზე თბილისში ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ: სამართალდამცველებმა 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

უწყების ცნობით, აღნიშნული აფთიაქებიდან სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე სისტემატურად ხდებოდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული აფთიაქებიდან პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღო.

სამართალდამცველებმა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი 5 მაისს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0