ძლიერი წვიმა თბილისში - დიღომში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიდატბორილი ქუჩა
დატბორილი ქუჩა - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამოწერა
სტიქიამ დედაქალაქის ცალკეულ უბნებში პრობლემები შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში თბილისის მასშტაბით 20-მე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. გვიან ღამით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 100-მდე შეტყობინება შევიდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უამინდობა სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
სტიქიის შედეგად ზემო სვანეთში რვა ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

ძლიერმა წვიმამ გვიან ღამით დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ქუჩები დატბორა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, ეზოებსა და სხვადასხვა ქუჩებზე. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ყველა ლოკაციაზე მოახდინეს რეაგირება.

თბილისის მასშტაბით მოსახლეობის დახმარების მიზნით, 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0