09:01 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1299)
72 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით, 2017 წლის თებერვალში კომპანია „ამერიკან ტრანსი“ დაარსდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აშშ-ში ავტომობილებს ყიდულობდა და საქართველოში ჩამოჰყავდა.

უწყების ცნობით, 2019 წელს „ამერიკან ტრანსსა“ და მის წარმომადგენელ პირს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიის მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ.

„ვინაიდან ვეღარ მიიღებდა ავტომანქანებს, ა.გ.-მ დავალიანების დაფარვის მიზნით, მოტყუებით, თითქოსდა სასურველ ავტომობილებს ჩამოიყვანდა, ნდობის ბოროტად გამოყენებით, ცხრა მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობის – 336 772 ლარს თაღლითურად დაეუფლა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებული სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 28 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1299)

მთავარი თემები