მაშველებმა მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© press-service of the Emergency Management Service of Georgiaსამაშველო ოპერაცია რიონზე
სამაშველო ოპერაცია რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სამაშველო ოპერაცია რიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
რიონში დაკარგული მამაკაცის ძებნა გრძელდება

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარი „ვარციხეჰესთან“ დღეს ნახეს.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის რამდენიმე კვირის წინ სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცი იყოს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა დაიკარგა. ის „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილე იყო.

ცხედრის პოვნის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0