თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ცხედარი „ვარციხეჰესთან“ დღეს ნახეს.
ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის რამდენიმე კვირის წინ სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცი იყოს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა დაიკარგა. ის „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილე იყო.
ცხედრის პოვნის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობდნენ.