07:31 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2162)
80 0 0

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ „მხედრიონელზე“ თავდასხმის საფუძველი შურისძიებაა. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოში 90-იან წლებში მოქმედი შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთ ლიდერზე და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე თემურ ხაჩიშვილზე უცნობმა პირებმა თავდასხმა სცადეს, იუწყება ქართული მასმედია.

ხაჩიშვილის ადვოკატის დიმიტრი მჭედლიშვილის თქმით, პარტია „ცენტრისტების“ დამფუძნებელს უცნობმა პირებმა იმ დროს მიაკითხეს, როდესაც ის მეგობრის ოფისში იმყოფებოდა. 

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ თავდამსხმელში ხაჩიშვილმა 1993 წელს მოკლული ყოფილი „მხედრიონელის“ ზაზა ვეფხვაძის შვილი ამოიცნო.

„ოფისში 10-12 უცნობი ადამიანი მივიდა. ერთ-ერთმა კარზე დააკაკუნა, იკითხა თემური იქ იყო თუ არა და მათ შეჭრა დააპირეს. შიგნით მყოფმა პირებმა ისინი არ შეუშვეს, ჩაკეტეს კარი, თუმცა ისინი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შეჭრას ცდილობდნენ“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

იურისტის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მიზნით შეეცადნენ უცნობი პირები ოფისში შეჭრას და ვისი დავალებით მოქმედებდნენ ისინი.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ 90-იან წლებში ვბრუნდებით“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.

როგორც თავად ხაჩიშვილმა განაცხადა, მისთვის მომხდარის მოტივები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე გამოკითხეს ექს-მინისტრი, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2162)

მთავარი თემები