08:17 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

მამაკაცი დავნილთა საერთო საცხოვრებელში ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ზუგდიდში სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში მოხდა. დანაშაული ცივი იარაღითაა ჩადენილი. დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ის ბინაზე მალევე გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

 

ნიკა ლატარია

მთავარი თემები