ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / STRINGERპოლიცია ზუგდიდში
პოლიცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
მამაკაცი დავნილთა საერთო საცხოვრებელში ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ზუგდიდში სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში მოხდა. დანაშაული ცივი იარაღითაა ჩადენილი. დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ის ბინაზე მალევე გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0