წვეულებები აკრძალვის მიუხედავად – შრომის ინსპექციამ კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინა

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის კლუბი
ღამის კლუბი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორებსა და იმ პირებს, რომლებიც წვეულებებისთვის ფართებს იჯარით გასცემენ, სოლიდური ჯარიმა ემუქრებათ.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ მოქმედი შეზღუდვების დარღვევისთვის რიგ ობიექტებს ფინანსური სანქციები დააკისრა.

შრომის ინსპექციის მონაცემებით, კლუბ Gate 36-ში ხალხმრავალი წვეულების გამართვისთვის ღონისძიების ორგანიზატორი 10 ათასი ლარით, ხოლო ის პირი, რომელმაც შენობა იჯარით გასცა, 2 ათასი ლარით დაჯარიმდა.

თბილისში კოვიდ–შეზღუდვების დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი პოლიტკოვსკაიას №10-ში დაფიქსირდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პოლიცია ახალგაზრდების ჩხუბის გამო გამოიძახეს. მას შემდეგ, რაც სიტუაცია განიმუხტა, გაირკვა, რომ კონფლიქტი ერთ-ერთ დაქირავებულ ბინაში წვეულების დროს დაიწყო. პასუხისმგებლობა დაეკისრათ როგორც წვეულების მონაწილეებს, ისე ბინის მეპატრონეს, რომელმაც ერთდროულად ორი ბინა გააქირავა. 

სწავლა ეპიდემიის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე სულ უფრო მეტი სკოლა გადადის

შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს სოფელ წავკისშიც, სადაც ღია სივრცეში ხალხმრავალი წვეულება კოვიდ–რეგულაციების დარღვევით გაიმართა.

თბილისში დაახლოებით 10 კერძო და იურიდიული პირი დაჯარიმდა.

ამ დროისათვის ინსპექციის თანამშრომლები ბათუმში ერთ-ერთი კლუბის იდენტიფიცირებას ცდილობენ, სადაც ასევე ხალხმრავალი ღონისძიება გაიმართა.

აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ მასობრივი ღონისძიებების, ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვისთვის ფართების იჯარით გაცემა აკრძალა.

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა ათზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე იქნა მიღებული. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. სპეციალისტების თქმით, ვირუსის გავრცელების ყველა დიდი ჯაჭვი, როგორც წესი, თავყრილობებს უკავშირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0