მედდის გარდაცვალების საქმე: გამოძიება ახალ ვერსიაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი სისტემა
წვეთოვანი სისტემა - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
27 წლის ექთანს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, წინასწარი ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ახალციხეში კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ ექთანი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად გამოძიება აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას განიხილავს, განაცხადა გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გამოძიებას ამ მედიკამენტების მიმართ მიანიშნებდა, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ მიჰყვება გამოძიება ამ ვერსიას.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ექთნის საქმე: ექსპერიმენტის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესი და შემდგომი მოვლენები აღდგება

ადვოკატის ინფორმაციით, გამომძიებლები მიდიან აფთიაქებში და იქ მომუშავე პირებს ეკითხებიან, მეგი ბაქრაძე ხომ არ იყო შესული, რაზეც ისინი პასუხობენ, რომ ეს პიროვნება მხოლოდ ტელევიზორში ნახეს და არ ახსოვთ.

„საუბარია არა მედიკამენტების კატეგორიაზე, არამედ კონკრეტულ მედიკამენტზე. აფთიაქებში რომ მიდიან, ერთ კონკრეტულ მედიკამენტს კითხულობენ – ხომ არ გაყიდულა წინა დღეებში. მოწმეები ამ მედიკამენტს საერთოდ არ ახსენებენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს და არ ვიცით, სისხლში თუ არის ამ წამლის შემადგენლობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი განცხადებით, მეგი ბაქრაძის ბარათზე, რომლითაც შეეძლო თანხა გადაეხადა, არ ფიქსირდება, რომ ეს მედიკამენტი შეიძინა.

„რანაირად მივიდა გამოძიება ორსულობის საწინააღმდეგო აბების მოძიებასთან, რამ მიუთითა გამოძიებას ამაზე და რატომ ეძებს კონკრეტულ წამალს, ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა  ბარამაშვილმა.

27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
ადვოკატი: მედდის გარდაცვალების საქმეზე მედიკოსებმა გამოძიებასთან სტრესის გამო იცრუეს

მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ>>

ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე (სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილი) სამ პირს – კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ექთანს ბრალი აპრილის დასაწყისში წარუდგინა. 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს (ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს) აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 3 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0