16:55 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

დაკარგულის ნათესავები და ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ის შესაძლოა გახდა რაღაც თამაშის მსხვერპლი, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ყვითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა ქობულეთელ 21 წლის გოგი დოლიძეზე, რომელიც ოთხი წლის წინ დაიკარგა. ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს დაიკარგა, მაშინ ის 17 წლის იყო.

ქართველი სამართალდამცველები იმ დროიდან ეძებენ ბიჭს. ის სახლიდან დილით გავიდა და უნდა წასულიყო სკოლაში, მაგრამ იქ არ მისულა.

არსებული ინფორმაციით, მისი ტელეფონი ქობულეთის ცენტრში 10-დან 11 საათამდე პერიოდში გაითიშა. მანამდე თავის მეგობარს მისწერა სმს-შეტყობინება – „როგორ ხარ“, მან უპასუხა „კარგად, შენ?“. გოგი დოლიძემ მისწერა „ისე რა“. ამის შემდეგ ტელეფონი გაითიშა.

დაკარგულის ნათესავები და ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ის შესაძლოა გახდა რაღაც თამაშის მსხვერპლი, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს.

მთავარი თემები