ინტერპოლი ქობულეთში 4 წლის წინ დაკარგულ მოსწავლეს ეძებს

© photo: courtesy of Interpolინტერპოლის შტაბი სინგაპურში
ინტერპოლის შტაბი სინგაპურში - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
დაკარგულის ნათესავები და ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ის შესაძლოა გახდა რაღაც თამაშის მსხვერპლი, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ყვითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა ქობულეთელ 21 წლის გოგი დოლიძეზე, რომელიც ოთხი წლის წინ დაიკარგა. ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.

დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს დაიკარგა, მაშინ ის 17 წლის იყო.

საპატრულო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2017
რა ვერსიებზე საუბრობს ქობულეთში დაკარგული 18 წლის მოზარდის ოჯახი

ქართველი სამართალდამცველები იმ დროიდან ეძებენ ბიჭს. ის სახლიდან დილით გავიდა და უნდა წასულიყო სკოლაში, მაგრამ იქ არ მისულა.

არსებული ინფორმაციით, მისი ტელეფონი ქობულეთის ცენტრში 10-დან 11 საათამდე პერიოდში გაითიშა. მანამდე თავის მეგობარს მისწერა სმს-შეტყობინება – „როგორ ხარ“, მან უპასუხა „კარგად, შენ?“. გოგი დოლიძემ მისწერა „ისე რა“. ამის შემდეგ ტელეფონი გაითიშა.

დაკარგულის ნათესავები და ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ის შესაძლოა გახდა რაღაც თამაშის მსხვერპლი, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს.

ყველა ახალი ამბავი
0