სროლა ნასიძის ქუჩაზე – დაჭრილია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი! - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. თბილისში, ნასიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა საბურთალოს რაიონში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მიწოდების სერვისის კომპანია Glovo-ს მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას და ამჟამად დაშავებულ პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შედეგად – თავდამსხმელმა რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო (განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება).

ყველა ახალი ამბავი
0