20:27 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
95 0 0

გამოძიება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას სსკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით ედავება. ბრალდებულს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას მძევლების აყვანის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მეტროს სადგურ „ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე პარასკევს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნიკოლოზ წურწუმია თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. სამსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ წურწუმიამ მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა და სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

ნიკოლოზ წურწუმიას გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება იარაღის უკანონო ტარების მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ნიკოლოზ წურწუმიას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, აღნიშნული ბრალდება გამოძიებამ მხედველობაში არ მიიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი თემები