21:26 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
18310

ერთ-ერთი ვერსიით, 18 წლის გოგონას გათხოვება არ უნდოდა და ის სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. ოჯახის წევრები ამ ვერსიას არ ადასტურებენ

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. პოლიცია ეძებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრ 18 წლის ნარმინ ისაიევას, რომელიც სახლიდან გუშინ გავიდა და მას მერე კავშირზე არ გამოსულა, იუწყება Rustavi-2.

გოგონამ სახლიდან წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია.

დაკარგულის ოჯახის წევრებმა არ იციან სად შეიძლება იმყოფებოდეს გოგონა, ან რა შეიძლება გამხდარიყო წასვლის მიზეზი. მათი თქმით, ის 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა და  ქორწილს გეგმავდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას გათხოვება არ უნდოდა და სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. მაგრამ ნარმინის ნათესავები ამ ვერსიას არ ადასტურებენ.

 

 

 

 

მთავარი თემები