05:47 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და უმცროს ინსპექტორს ოფიციალურად ბრალი ოთხი თვის შემდეგ წარუდგინეს.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს უმცროს ინსპექტორს, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მორიგეობდა, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა „რაცია“.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთხი თვის შემდეგ უმცროს ინსპექტორს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მთავარი თემები