პროკურატურამ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბრალი დაუმძიმა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოს წინაშე წარდგება ბრალდებულის სახით, რომელსაც ედავებიან უკვე განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. პროკურატურამ დაუმძიმა ბრალდება თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ვანო ზანდარაშვილს, რომელსაც ბრალად ედება თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობა, ინფორმაცია Sputnik-საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

ვანო ზანდარაშვილს ედავებიან განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2020
თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ შსს-ს ოფიცერს პატიმრობა შეეფარდა

საქმეზე წინასასამართლო მოსმენა 8 აპრილს თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობა თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ვერსიით, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილმა საკუთარი სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან საჩიშვილს მისსავე მანქანაში რამდენჯერმე ესროლა და კიდევ ერთი მგზავრი დაჭრა - თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ჩხუბი საჩიშვილსა და ზანდარაშვილს შორის.

თავდაპირველად საქმის გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება). მოგვიანებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქმედება გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლზე - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს 11-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0