00:14 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
46 0 0

ჟურნალისტის თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზანი საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაა, რომელიც 2017 წელს მისი გატაცების ვითარებებს იძიებს

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანელი ჟურნაისტი აფგან მუხთარლი საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ ტელეარხი Formula იუწყება.

ეს მუხთარლის პირველი ვიზიტია საქართველოში 2017 წელს მისი გატაცების შემდეგ. მისი თბილისში ჩამოსვლა, სავარაუდოდ, საქართველოს პროკურატურაში ჩვენების მიცემას უკავშირდება.

მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ფულის კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. 2018 წლის იანვარში სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ მუხთარლი მოიტაცეს, ფული ჩაუდეს და ფარულად გაიყვანეს აზერბაიჯანში, საქართველოს შსს–მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.

მუხთარში 2020 წლის მარტში გათავისუფლდა და მაშინვე გერმანიაში გაფრინდა. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ რამდენჯერმა სცადა თბილისში ჩამოსვლა გამოძიებისთვის ჩვენების მისაცემად, თუმცა, მისი თქმით, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება უქმნიდა.

საქართველოში გატაცებულ მუხთარლის აზერბაიჯანში 6 წლით პატიმრობა მიესაჯა>>

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმე დღემდე საქართველოს პროკურატურის წარმოებაშია.

მთავარი თემები