00:50 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
219 0 0

შუახნის ქალმა, აფეთქების შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა გზაში დაიღუპა.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თბილისის მერიის ლაბორატორიულმა სამსახურმა ლილოს დასახლებაში უკვე შეამოწმა ტერიტორია და პირველადი დასკვნით, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად საშიში არ არის, განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ.

დღეს ლილოს დასახლებაში, ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეოთხე სართულზე ბინაში გაზი აფეთქდა. აფეთქების ტალღამ აივნიდან გადააგდო შუახნის ქალი, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„როცა შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ სამუშაოებს, სავარაუდოდ, საღამოს, შესაძლებლობა გვექნება, ადამიანები დავაბრუნოთ საკუთარ საცხოვრებელ ბინებში“, - განაცხადა სამხარაძემ.

მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის ევაკუირებულია კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად. ამჟამად ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

მთავარი თემები