თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თბილისში, ლილოს დასახლებაში ბინაში აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე მდებარე რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ბინაში გაზი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად შუახნის ქალი აივნიდან გადავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.
ამ დროისთვის ადგილზე ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.